მუხლი 53. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები
თავი VII — ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება
1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
თავი VIII
პლანტაციური მეურნეობის მოწყო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.05.2020).
…გამოზიდვის დამთავრების ვადად _ 2005 წლის 13 აგვისტო. სასამართლომ ჩათვალა, შპს,,ტ-მ” დაწესებული პერიოდისათვის ვერ მოახერხა სრულყოფილად განეხორციელებინა ის ღონისძიებები, რისი ნებართვაც მას გააჩნდა. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ტყის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის…
…შემდეგი მოტივით: სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, 53-ე, 56-ე, 81-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ დაადგინა…
…მოპოვება. აღნიშნული კოდექსის 51.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შესაძლო განსახორციელებელი ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის…
…ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული…
…ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრული…