1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის არამერქნული რესურსების დამზადება ხორციელდება ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე.

3. იურიდიულმა პირმა ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების მოპოვების მიზნით უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელშიც გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:

ა) მოსაპოვებელი რესურსის დასახელება (ქართული და ლათინური დასახელებით) და დასამზადებელი პროდუქტის დასახელება, პროგნოზული რაოდენობა/მოცულობა;

ბ) მოპოვების ადგილმდებარეობა – კონკრეტული სატყეოს მითითებით;

გ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის, გარდა ტყის მართვის ორგანომ შეიძლება განმცხადებელს დამატებით მოთხოვოს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის დასკვნა მოთხოვნილი რესურსის ამ ტერიტორიაზე მოპოვების შესაძლებლობის და პირობების თაობაზე.

5. სამეცნიერი-კვლევითი ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე, ასევე, ამ რესურსის მდგომარეობის შესახებ ტყის მართვის ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას მოთხოვნილი რესურსით სარგებლობაზე.

6. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შერჩეული ფართობი არ საჭიროებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას.

7. ტყის მართვის ორგანოს მიერ არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებლივი აქტი არის ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველ