1. მთის ტყეებში მერქნის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%-ს. ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება შესაბამისი ტყითმოსარგებლის ხეტყის დამზადების ნებართვით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.
2. ტყეკაფზე მერქნის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხეტყის ზედა საწყობების მოწყობა ისეთ ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მორთრევა დასაშვებია მხოლოდ ტყეკაფის ფარგლებში. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, გრძივი ქანობი განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს 20%. სატრაქტორო გამოზიდვისთვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება. გზების მოწყობისას ჭრილის ფერდობების დამუშავების დროს მცენარეული საფარის შენარჩუნების მიზნით ფერდობების ქანობები შეიძლება შემცირდეს 1:0,2 ქანობამდე (იმ ადგილებში სადაც მცენარეთა ფესვთა სისტემა ფერდობის მდგრადობას აძლიერებს).
3. დამზადებული მერქნის გამოზიდვისთვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 210და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეტყის ჭრა.
4. მერქნის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხეტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხეტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
5. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი დაახარისხოს ჭრის ან დასაწყობების ადგილას. ტყის მართვის ორგანოს მიერ ამ რესურსის ჭრის ადგილზე დახარისხების შემთხვევაში ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირი ახორციელებს სამასალე მერქნული რესურსის დაუკოტრავი სახით, ხოლო საშეშე მერქნული რესურსის – დაკოტრილი სახით ტრანსპორტირებას დასაწყობების ადგილამდე. მერქნული რესურსის ტრანსპორტირება და დასაწყობება ხორცილდება ფაქტობრივად ჩატარებული ჭრების მიხედვით, ეტაპობრივად, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.
6. დაუშვებელია ტყეკაფში ხის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხვა ტყეკაფში მონიშნული მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებშ