1. ხეტყის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

2. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მერქნის მოპოვების მიზნით, თუ უზრუნველყოფილია ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები.

3. ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც      განსაზღვრავს  ჭრების ტერიტორიას, მოქმედების  ვადასა და მოსაჭრელი მერქნული რესურსის  სავარაუდო ოდენობას.

4. კერძო საკუთრების ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაო და დასამზადებელი მერქნის მოცულობა.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ  ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ, ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.

6. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მრგვალი ხეტყე (მორი) და /ან საშეშე მერქანი შემდგომი რეალიზაციის მიზნით საწყობდება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ ადგილზე (მათ შორის, საქმიან ეზოში)