1. ტყეკაფი მოქმედებს ორ წლამდე ვადით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2.  ტყეკაფის ათვისების ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ  ტყეკაფი იხურება და დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც აიტვირთება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

3. ტყეკაფის ათვისებამდე მისი არასწორად გამოყოფის, ან უკვე გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტყეკაფი უქმდება და დგება შესაბამისი აქტი, რომელიც აიტვირთება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაშ