1. ტყეკაფის მონიშვნისას პირველ რიგში უნდა მოინიშნოს ფაუტი და ზეხმელი ხეები. მეორე რიგში უნდა მოინიშნოს ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი, თავღორი და ძირიდან განტოტილი ვარჯით ხეები, მავნებლებით დაზიანებული ხეები, თუ  პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.  ამასთან, ჭრაში არ ინიშნება ტყეკაფში არსებული ფაუტი და ზეხმელი ხეების რაოდენობის სულ მცირე 10%.

2. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა ან სირონის გაჭრა ან ბოძის ჩასმა) გამიჯვნას. იმიჯნება:

ა) პირწმინდა ჭრისთვის – სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვა.);

ბ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრისთვის – გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით), განსახორციელებელი პროექტით ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად;

გ) სამეურნეო ამორჩევითი და მოვლითი ჭრებისთვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება კვარტალი, უბანი (ლიტერი), ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).

3. კოლხეთის დაბლობის ბარის ტყეებში პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია ძირითადად მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში ამორჩევითი და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის(ლიტერის) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტალის ფარგლებში. განსაკუთრებული სარგებლობის ფარგლებში განსაკუთრებული სარგებლობის ჭრის ტყეკაფი მოინიშნება ასეთი მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.

4.  პირწმინდა (გარდა განსაკუთრებული სარგებლობის ჭრისა) და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.

5. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ტყეკაფის ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000,  რომელზეც დაიტანება:

ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატები;

ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული სატყეო და მორსათრევი გზები;

გ) ხეტყის დატვირთვის ადგილი („დასატვირთვი ბაქანი“)  GPS კოორდინატის მითითებით.

6. ძირნაყარი ხეტყის დამზადებისას ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ იმიჯნება. ძირნაყარის ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. უკანონოდ მოჭრილ ხეტყეზე, რომელზეც მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,  ტყეკაფი არ გამოიყოფა. ძირნაყარი ხეტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძირნაყარი ხეტყე წარმოდგენილია მრგვალი ხეტყის (მორის) სახი