1. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ განისაზღვრება დასამზადებელი მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა.
2. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხეტყის მოცულობის დადგენა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას. ხეტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%-ს;
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – სამეურნეო (გარდა პირწმინდა) და მოვლითი, ჭრების განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან ტყის მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;
გ) ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს;
დ) დამზადებული ხეტყის მასის მიხედვით – როდესაც აღსარიცხ ფართობზე მოსაჭრელი ხეების 75% და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს (დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყისთვის – 12 სმ-ზე ნაკლები, გარდა სპეციალური ჭრებისა) და ბუჩქებისთვის, ამ შემთხვევაში განისაზღვრება მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა. დამზადებული ხეტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხეტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხეტყის აღრიცხვისას.
3. ტყის საზღვრის კორექტირებისთვის (ამორიცხვისთვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა წარმოებს „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.
4. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება, მხოლოდ, ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
5. ტყეკაფზე ჭრაში დასანიშნ სახეობათა მოცულობების (მარაგის) განსაზღვრის მიზნით კორომის შემადგენლობაში შემავალი თითოეული მერქნიანი სახეობისთვის დგინდება სიმაღლის თანრიგი.
6. ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვა წარმოებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით: 28 სანტიმეტრის დიამეტრის ჩათვლით – ორსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით, 28 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის შემთხვევაში – ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით.
7. ხეტყის აღრიცხვა ხორციელდება ხის შემდეგი ხარისხების შესაბამისად:
ა) I ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრსა და მეტს;
ბ) II ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს.
8. ხეტყის აღრიცხვის მასალების საფუძველზე დგება აღრიცხვის უწყისი დანართი №1 შესაბამისად, რომელიც ტყითმოსარგებლის მიერ (გარდა ფიზიკური პირისა) აისახება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, ტყის მართვის ორგანოს მიერ აღნიშნულ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფის საფუძველზ