1. კომპლექსური ტყითსარგებლობისას დასაშვებია ერთდროულად პლანტაციური მეურნეობის მოწყობის, სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით, თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით საქმიანობების  განხორციელება, რეგისტრირებული საკადასტრო ნახაზის მიხედვით საერთო  საზღვრების მქონე რამდენიმე სატყეო ტერიტორიაზე.

2. კომპლექსური ტყითსარგებლობის უფლების მისაღებად და შემდეგ მის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი დატყითმოსარგებლე ასრულებს ყველა პროცედურულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია მოთხოვნილი ტყითსარგებლობის თითოეული სახისთვი