1. სამინისტრო ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ტყით გრძელვადიანი სარგებლობის განსახორციელებლად ადგენს სამეურნეო ჭრით დასამზადებელი ხეტყის ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას − საანგარიშო ტყეკაფს.
2. დასაშვებია სამინისტროს მიერ საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება ტყეთმოწყობის მასალების, ტყის დაცვის რეჟიმის, კატეგორიისა და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყის მდგომარეობაზე.
3. სამეურნეო ჭრის საანგარიშო ტყეკაფის ოდენობის გადამეტება დაიშვება მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზ