1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალებისა და მის მიერ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახული შესაბამისი ინფორმაციის კამერალური შემოწმება. მათი შეუსაბამობის (გარდა მექანიკური შეცდომებისა, თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება მონიშნული ტყეკაფის შემოწმება დადგენილი წესით.
2. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონიშნული ტყეკაფების საველე(ადგილზე) შემოწმება შერჩევითი წესით. შემოწმებით შეიძლება დადგინდეს:
ა) ფერდობის დაქანება, ხეთა დგომის სიხშირე (თვალზომით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელსაწყოთი), ჭრაში დანიშნული ხეების სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან საშუალო დიამეტირს სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი.
3. ტყეკაფის გაუქმებიდან ან დახურვიდან არაუგვიანეს 12 თვისა ტყის მართვის ორგანო ახორციელებს ტყითმოსარგებლის მიერ ამ წესის მე-21 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შემოწმებას და ადგენს შემოწმების აქტს. შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში.
4. ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას (კამერალური შემოწმების ან ადგილზე შემოწმების) დაშვებული შეცდომა არ ათავისუფლებს ტყითმოსარგებლეს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
5. ტყეკაფის გამოყოფის, დახურვისა და გაუქმების აქტების ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
ხეტყის დამზადე