1. ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანომ უნდა დაახარისხოს მრგვალ ხეტყედ (მორი) და  საშეშე მერქნად.

2.  მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭება ხორციელდება ამ წესის №7 დანართის შესაბამისად, რაზეც დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით. მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭების აქტში დეტალურად აღინიშნება:

ა) მერქნული რესურსის მიღების წყარო;

ბ) მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი, ხოლო ახალი ფირნიშით მარკირების შემთხვევაში – მისი ნომერი;

გ) წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, ხოლო ახალი დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, მისი ნომერი;

დ) გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მერქნული რესურსის მახასიათებლები (სახეობა, მოცულობა, წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები), დახარისხების შედეგად მორისათვის მინიჭებული ხარისხი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა – დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. სამასალე ხეტყისთვის შესაბამისი ხარისხის მინიჭებისას ტყის მართვის ორგანო იყენებს სპეციალურ დამღას, რომელზეც რომაული ციფრებით ამოტვიფრულია შესაბამისი ხარისხის მაჩვენებელი.

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სამასალე ხეტყისთვის მინიჭებული ხარისხის ცვლილება, რაზეც ხელახლა დგება აქტი. აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარისხის შეცვლის გამომწვევი მიზეზის შესახებ. დახარისხების აქტში აღინიშნება:

ა)  მერქნული რესურსის მიღების წყარო;

ბ) მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი (დაკოტვრის შემდეგ სპეციალური ფირნიში ექვემდებარება გაუქმებას);

გ) წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, ხოლო ახალი დოკუმენტის გაცემის შემთვევაში მისი ნომერი;

დ) გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) მერქნული რესურსის მახასიათებლები (სახეობა, მოცულობა).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა – დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. საშეშე მერქნის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობის (უვარგისად აღიარების) შემთხვევაში ტყის მართვის ორგანო ახდენს ამ ქონების ჩამოწერას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა