1. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-4, მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2197 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №565
- 20.04.2018 კანონი №2197
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3041. მრგვალი ხე-ტყისხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება 1. მრგვალი ხე-ტყისხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-5,მე-4, მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდანსამიდან სამხუთ წლამდე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება