სახელმწიფო ნაკრძალის, აღკვეთილის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, დაცული ლანდშაფტის ან სხვა დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.