განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002927991
#1/65-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - ვ------ ქ----------
ადვოკატ - ა-----– ტ----–---–--,თარჯიმან - ნელი სიფრაშვილის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033050319002
ბრალდებულ ვ------ ქ---------- მიმართ
დაბადებული: 1-.1-.1990 წელი
მოქალაქეობა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: P-------
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------- რ-------–---, ქალაქი ბ----, ს---------- რაიონი, მეორე ზ--------- დასახლება, ი--------- უბანი, სახლი №--, ბინა №-
საქართველოში მცხოვრები: ქ.გ----------, დ.ა----–----–-- #1/13
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ვ------ ქ---------- ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღსტაფას რაიონის მხრიდან, ამავე ქვეყნის მოქალაქე ვ------ ქ----------, ე.წ. „მწვანე ზოლი“-ს მეშვეობით, უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოვიდა საქართველოში, გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც, 2019 წლის 4 მარტს, გარდაბნის რაიონის, სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და მიღებული დაზიანებების გამო, მოთავსებულ იქნა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში.
ესე იგი, ვ------ ქ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ვ------ ქ---------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ვ------ ქ---------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 18 აპრილს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ------ ქ---------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ------ ქ---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ------ ქ---------- ბრალეულობა, კერძოდ:
დ----- ბ------–---–-- პატაკი MIA 3 19 00571014 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; ელექტრონული რუკის დათვალიერების ოქმი თანდართული ამონაბეჭდით; საზღვრის კვეთის დოკუმენტები; მოწმეების - გ------- გ---–----, დ----- ბ------–---–--, ბ----–- თ--–-------- და გ------- მ---------–-- გამოკითხვის ოქმები; ვ------ ქ---------- დაკავების ოქმი; ვ------ ქ---------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ვ------ ქ---------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ვ------ ქ---------- ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვ------ ქ--------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვ------ ქ--------- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------ ქ---------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 305-ე მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------ ქ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვ------ ქ--------- პატიმრობაში ყოფნის ვადის (08.03.2019 წლიდან 11.03.2019 წლის ჩათვლით) გათვალისწინებული ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 400 (ოთხასი) ლარით და საბოლოოდ, ვ------ ქ--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გაუქმდეს ვ------ ქ---------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი თანხა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - ნ----- ს--------- (პირადი ნომრით 3----------).
4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი