განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002828829
saqme #1/20-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ შ---- გ-------–---–--,ბრალდებულ _ ნ----- ა-–-------------,ადვოკატ - ნ-----–- ბ-–----,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034030218001
ბრალდებულ ნ----- ა-–------------- მიმართ
დაბადებული: 03.04.1977 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : ს----------, სოფელი თ---–----, მე-12 ქუჩა №19
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 305-ე მუხლი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ----- ა-–------------- ჩაიდინა ს----–-–----- აღკვეთილის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის თვეში, ს--------- რაიონის, სოფელ ბ------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ი------ ს----–-–----- აღკვეთილის №6, №7 და №8 კვარტალში, ნ----- ა-–-------------, პირუტყვის უკანონო ძოვებით დააზიანა 191 ძირი წითელ წიგნში შეტანილი პატარა თელადუმას სახეობის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მიაყენა 9 168 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ესე იგი, ნ----- ა-–------------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 305-ე მუხლით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ნ----- ა-–------------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ს----–-–----- ბრალმდებელმა ნ----- ა-–------------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 25 თებერვალს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ----- ა-–------------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ----- ა-–------------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 305-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ----- ა-–------------- ბრალეულობა, კერძოდ:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მ------------- ს----–-–----- ნაკრძალის ადმინისტრაციის დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულის წარმომადგენლის მ------- ებრალიძის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ა---------– ჯ----–---–--, ა--------- ა------–-----, ე-–------- მ-----–-–---–--, ტ------– ბ-------–---–-- და დ----- პ-------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მიმართვის წერილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მ------------- ს----–-–----- ნაკრძალის ადმინისტრაციას, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მ------------- ს----–-–----- ნაკრძალის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი ფოტო-სურათები, დ----- პ-------–---–-- მოხსენებითი ბარათი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №001044, გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების ფურცელი, საქართველოს მთავრობის №54 დადგენილება, საქართველოს მთავრობის №190 დადგენილება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის ტექნიკური რეგლამენტი, ნ----- ა-–------------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ნ----- ა-–------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ნ----- ა-–------------- ჩაიდინა ს----–-–----- აღკვეთილის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ნ----- ა-–------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ----- ა-–------------, მართალია, არის გაქარწყლებული აქვს წარსული ნასამართლობა, მაგრამ მხედველობაში არის მისაღები ის ფაქტი, რომ წარსულში იგი ნასამართლევი იყო ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის, რა დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული რა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი არაერთხელ იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად ანალოგიურ სიტუაციაში - ძოვების წესების დარღვევის გამო. ასევე ობიექტური შფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებასაც, რომ იგი ეწევა რა მეცხოველეობას, მისი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ რეგიონთან და სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფ ტერიტორიასთან, სადაც მან არაერთხელ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სარგებლის მიღებისა და თავის საქმიანობის გაადვილების მიზნით, უგულებელყო კანონის მოთხოვნები და შეგენებული ქმედებების განხორციელების შედეგად, ზიანი მიაყენა გარემოსა და სპეციალური დაცვის ობიექტებს - ხე-მცენარეებს. ამდენად, ნათელი არის, რომ შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოყენებამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და სამართლებრივი სიკეთის - საყოველთაოდ საჭირო ეკოლოგიის დაცვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე სასჯელის მიზნების მიღწევისა და პირის რეზოციალიზაციისათვის საჭიროა შედარებით მკაცრი ღონისძიებების და შესაბამისად, შედარებით მკაცრი სასჯელის გამოყენება. ამავდროულად, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მის მიერ ნებაყოფლობით იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი და მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- ა-–------------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 305-ე მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- ა-–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 305-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს ნ----- ა-–------------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ნ----- ა-–------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ნ----- ა-–------------ აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ----- ა-–------------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
– დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მიღებული ფოტო-სურათები დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ს--------- რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი