1. გამოყოფილი ტყეკაფის შემოწმებისას ტყეკაფის მონიშვნის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ტყითმოსარგებლე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

2. ტყეკაფის მონიშვნის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას, მათ შორის ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია ტყეკაფის გამოყოფამდე წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს ტყეკაფის მონიშვნის სრულყოფილი (შესწორებული) მასალები.

3. თუ ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტყითმოსარგებლემ ტყეკაფი მონიშნა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან. ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ გონივრულ ვადებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკორექტიროს (ხელახლა მონიშნოს) ტყეკაფი. ტყეკაფის გამოყოფამდე ჭრების დაწყება იკრძალება.

4. ტყეკაფის გაუქმების ან დახურვის შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია ტყეკაფის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოიყვანოს გაუქმების/დახურვის აქტებით დადგენილ მოთხოვნებთა