1. ტყითმოსარგებლე პირი, რომლის ქმედებაც იწვევს ტყითსარგებლობის წესების დარღვევას არის პასუხიმგებელი წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე. პასუხისმგებლობა დგება შემდეგი დარღვევების გამო:

ა) ხეტყის უკანონო ჭრა, განადგურება, ან/და დაზიანება ხეებისა და ბუჩქების, რომლის ჭრაც აკრძალულია;

ბ) ტყითმოსარგებლისათვის გადაცემული (დამაგრებული) ტყეკაფების გარეთ მდებარე ხეების ჭრა;

გ) პლიუსური და სათესლე ხეების ჭრა-დაზიანება;

დ) აღმონაცენ-მოზარდის დაზიანება, ან/და განადგურება, რომლის შენარჩუნება გათვალისწინებულია ტყის ჭრის სანებართვო დოკუმენტის მიხედვით;

ე) ჭრაში დანიშნული ხეების მოუჭრელად დატოვება;

ვ) ხეტყის დამზადება ან/და მორთრევა აკრძალულ დროს ან ტყის ჭრის სანებართვო დოკუმენტის მიღებამდე;

ზ) დადგენილ ვადაში ტყეკაფიდან ხეტყის გამოუზიდველობა და ტყის საზიდი გზების გასწვრივ ავარიული ხეების დატოვება;

თ) ჭრის ადგილების ჭრის ნარჩენისგან გაწმენდის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, ტყის ჩახერგილობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების ადგილების დაბინძურება;

ი) ტყეკაფებზე დაკიდებული (სხვა ხეზე მიბჯენილი) ხეების და მაღალი ჯირკვების დატოვება, აგრეთვე წიწვოვანი ხის ჯირკვების გაუქერქაობა;

კ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება ხეტყის დამზადების ან/და მორთრევის დროს;

ლ) სასაზღვრო, კვარტალური და ტყეკაფის საჩვენებელი ბოძების დაზიანება ან განადგურება.

2. დამრღვევი  პირის ვალდებულება გულისხმობს სამართალდარღვევით გამოწვეული შედეგის გამოსწორებას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ტყეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

თავი VIII

გარდამავალი დებულებე