1. სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებად ღირებული და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი  ხეების ან/და ქვეტყის მ.შ. მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის აღდგენა/გაშენებას.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში სარეკონსტრუქციო ჭრები მიზნად უნდა ისახავდეს  ესთეტიკური თვისებებითა და მდგომარეობით  გამორჩეული დახურული (0,6 და მეტი სიხშირის), ნახევრად დახურული (0,3-0,5 სიხშირის) და ღია ტიპის  ლანდშაფტების შექმნას.

3. სარეკონსტრუქციო ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტლის ფარგლებშ