ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

დანართი №1

ცხრილი №1

ხანძრის საშიშროების კოეფიციენტი (kv ) ქარის სიჩქარის (v ) (მ/წმ) სიდიდეების მიხედვით

V

kv

V

kv

V

kv

V

kv

0

1.00

5

1.16

10

1.39

15

1.47

1

1.02

6

1.22

11

1.41

16

1.48

2

1.04

7

1.26

12

1.43

3

1.07

8

1.32

13

1.45

4

1.11

9

1.36

14

1.46

ცხრილი №2

ტყეში ხანძრის საშიშროების დონეები ამინდის პირობების შესაბამისად

ტყეში ხანძრის საშიშროების დონე

ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელი

ხანძრის საშიშროების ხარისხი

I

0...300

არ არსებობს

II

301...1000

მცირე

III

1001...4000

საშუალო

IV

4001...10000

მაღალი

V

10000-ზე მეტი

საგანგებო

დანართი N2

სანერგეში თესლნერგის გეგმიური გამოსავალი 1 კვ.მ-ზე

N

სახეობა

თესლნერგის გეგმიური გამოსავალი 1 კვ.მ-ზე

აღმოსავლ. საქართველო

დასავლ. საქართველო

1

ნაძვი აღმოსავლეთის

80

90

2

სოჭი კავკასიური

60

70

3

უთხოვარი

30

4

ფიჭვი ელდარის

80

5

ფიჭვი კავკასიური

90

100

6

ღვიები

40

7

აკაკი კავკასიის

50

60

8

აკაცია თეთრი

45

50

9

თელები

35

35

10

იფანი ჩვეულებრივი

45

45

11

კაკალი

25

30

12

საღსაღაჯი

30

13

მუხა აღმოსავლეთის

40

45

14

მუხა გრძელყუნწა; მუხა ქართული

35

35

15

მუხა პონტოსი

45

16

ნეკერჩხალი მაღალი მთის

40

45

17

ნეკერჩხალი ქართული; ნეკერჩხალი მინდვრის; პანტა; მაჟალო

35

40

18

ლეკის ხე; ქორაფი; ბოყვი

40

45

19

ცაცხვი; წაბლი

30

35

20

ძელქვა

40

50

დანართი №3

ჭრის განმეორების სარეკომენდაციო პერიოდი სახეობების,  ხნოვანების და ჭრის სახეების მიხედვით

მოვლითი ჭრის სახეები

წიწვოვანები, მაგარმერქნიანი ფოთლოვანი სახეობები

(თესლითი წარმოშობის)

მაგარმერქნიანი ამონაყრითი წარმოშობის და რბილმერქნიანები და სხვა სწრაფმოზარდი თესლითი წარმოშობის მერქნიანი სახეობები.

რბილმერქნიანი  და

სხვა სწრაფმოზარდი ამონაყრითი წარმოშობის

მერქნიანი სახეობები

კორომთა

ხნოვანება

ჭრის გამეო

რების სარე

კომენდაციო პერიოდი

კორომთა

ხნოვანება

ჭრის გამეო

რების სარეკომენდაციო პერიოდი

კორომთა

ხნოვანება

ჭრის გამეო

რების სარე

კომენდაციო პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

განათებითი

1-10

5

1-10

3

1-5

3

გაწმენდითი

11-20

5

11-20

5

6-10

3

გამოხშირვითი

21-60

10

21-30

5

11-20

5

გავლითი

61 და მეტი

10-15

31 და მეტი

5-10

21და მეტი

5-10

დანართი N4

ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის

ინსტრუქცია

ინსტრუქცია წარმოადგენს საქართველოში ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემის, კერძოდ, ტყეში ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელების ზოგად წესს, საკითხთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით.

ტყის პათოლოგიური კვლევა

ტყის პათოლოგიური კვლევის მიზანია დადგინდეს ტყის კორომებში სანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი/წყარო და შეირჩეს/განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ტყის პათოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის (არსებობის შემთხვევაში) მიერ  წარმოდგენილი ინფორმაციის (სასიგნალო ფორმა) საფუძველზე ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შესწავლა;

შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიების რეკომენდირება/დაგეგმვა ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის ჩატარების მეთოდები

რეკოგნოსცირებული დაკვირვება - ყოველწლიური დაკვირვება ტყეების სანიტარულ მდგომარეობაზე, გავრცელებულ მავნებლებსა და მათ დინამიკაზე. ასეთი კვლევის მიზანია ადრეულ სტადიებზე ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღება და პათოლოგიური ორგანიზმების განსაზღვრა. რეკოგნოსცირებული დაკვირვებისთვის მავნე ორგანიზმების განსაზღვრას (მათი ნუსხის შექმნა) აწარმოებს რეგიონალური სატყეო სამსახური. რეკოგნოსცირებული კვლევა ტარდება იმ სახეობის ხეებისთვის, რომლებზეც გასულ წლებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა მავნე ორგანიზმების არსებობა და არსებობს რეალური საფრთხე მავნე ორგანიზმების ხელმეორედ აფუთქარებისა.

დეტალური კვლევა - ტყის მასივებში ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლისა და მავნებელ-დაავადებების გავრცელების შეფასებისთვის საჭიროა სიტუაცია შეფასდეს სანიმუშო ფართობებზე. კორომებში სანიმუშო ფართობების განთავსებისას საჭიროა დაცული იქნას სანიმუშო ფართობის აღების წესები.

ამისთვის წინასწარ შერჩეულ ტყის მასივს ყოფენ არაერთგვაროვან მონაკვეთებად. დაყოფის კრიტერიუმებია:

–  განსხვავებული ეკოლოგიური პირობები,–  მავნებელ-დაავადებების გავრცელება და ა.შ.

შერჩეულ მონაკვეთებში ხორციელდება სანიმუშო ფართობების აღება, ხოლო მათი რიცხოვნობა პროპორციული უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის ფართობისა.

ძირითადად მოსახერხებელია გამოყენებული იქნას სანიმუშო ფართობების  შემთხვევითი და სისტემატიკური შერჩევების კომბინაცია.

სანიმუშო ფართობები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: კვადრატული, წრიულები (0,1 დან-0,5 ჰა-მდე), სამარშუტო სვლები და ა.შ.

ტყის მასივების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლისათვის საშუალოდ 1000 ჰექტარზე საჭიროა აღებულ იქნას არანაკლებ 3 სანიმუშო ფართობი, ხოლო, სამარშრუტო სვლების მთლიანი სიგრძე საშუალოდ 1000 ჰექტარზე უნდა იყოს არანაკლებ 20 კილომეტრი.

სანიმუშო ფართობზე არსებული და მათ შორის  შესასწავლი ხეების რაოდენობა დამოკიდებულია მავნებელ-დაავადებების გავრცელებაზე. მავნებელ-დაავადებების მცირე გავრცელების, ზეხმელი ხეების მცირე რაოდენობის დროს (10%-მდე)  შესწავლილ უნდა იქნას არანაკლებ 200 ხისა, 10%-დან 20%-მდე დაზიანების შემთხვევაში - 100 ხე, ხოლო 20% დან 40%-მდე დაზიანების შემთხვევაში - 50 ხე, 40%-ზე მეტი დაზიანების შემთხვევაში - 20 ხე.

სანიმუშო ფართობებში კორომის მდგომარეობა ისაზღვრება: ხეების გადათვლით სახეობების მიხედვით, ხის დიამეტრის, კორომის მდგომარეობის კატეგორიით,  მავნებელ-დაავადებების დაზიანების ინტენსიობით და ა.შ.

მკვეთრად გამოხატული ჯგუფური ხმობის შემთხვევაში გადათვლა წარმოებს  მავნებელ-დაავადებების კერებში და კერების გარშემო 5 მეტრიან ზოლში. ზეხმელი ხეების თანაბარი გავრცელების შემთხვევაში, მაშინ როცა მავნებელ-დაავადებების კერები აშკარად გამოხატული არ არის, გადათვლას აწარმოებენ დიაგონალზე  ან ზიგზაგის მაგვარ ხაზებზე საკვლევი ტერიტორიის მთელ უბანზე. გადათვლაში, როგორც წესი, მონაწილეობს არანაკლებ 200 ხისა, 10%-მდე ხმობის შემთხვევაში. შედარებით მაღალი ხმობის შემთხვევაში ხეების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 150-100 ხემდე, ხოლო მასობრივი ხმობის შემთხვევაში ხეების რიცხვი შეიძლება შემცირდეს 50-20 ხემდე.

ტყის პათოლოგიური მდგომარეობის  მაჩვენებლები

ტყის პათოლოგიური კვლევის შედეგად ყველა გამოსაკვლევი უბნისათვის დგინდება შემდეგი მონაცემები:

1. ტყის კორომის პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორია (I,II,III);

2. ზეხმელი ხეების მარაგი;

3. უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობით გამორჩეული მავნებელ-დაავადებების სახეობრივი შემადგენლობა, მათი გავრცელების თავისებურებები, კერების არსებობა, ზეზეური ხეების დაზიანების ხარისხი (მასობრივი ფრენა, მავნებელთა კვერცხების არსებობა, მატლებისა და ჭუპრების გამოჩენა, ასევე შეჭმული ფოთლისა და წიწვის არსებობა, მერქნიან მცენარეებზე არსებული ბუდეები, აბლაბუდის ქსელები, ხეების ხმობა, შტამბზე ხვრელების არსებობა, ნაღრღნი ფქვილისა და ექსკრემენტების არსებობა, ქერქის შემოცლა და ცვენა, წვერხმელობა, ქერქის, ღეროსა და ფესვის ხმობა, წიწვებისა და ფოთლების მასობრივი ფერის შეცვლა, მათი ხმობა და ცვენა, ღეროზე სოკოს ნაყოფსხეულების არსებობა და ა.შ.);

4. აუცილებელი ტყის დაცვის ღონისძიებები.

ტყის კორომის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შემთხვევაში მიეთითება მხოლოდ კატეგორია.

ტყის კორომის  პათოლოგიური მდგომარეობა ფასდება სამი კატეგორიით კორომში არსებული ძირითადი სახეობისათვის, დაწყებული III კლასის ხნოვანებით და ზემოთ. ყველა კორომი მიეკუთვნება ერთ-ერთს ამ სამი კატეგორიიდან:

I  – მდგრადი (ჯანმრთელი);

II – დარღვეულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა);

III – დაკარგულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა).

ტყის კორომის  დაყოფა მითითებულ კლასებად წარმოებს, რათა უფრო სრულად შეფასდეს კორომებში  ტყის პათოლოგიური მდგომარეობა, მათი შემდგომი დიფერენცირებისა და სანიტარული მდგომარეობის შესწავლისათვის, აგრეთვე სანიტარული ღონისძიებების რაციონალური დაგეგმვისათვის.

პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან კორომები, რომლებშიც მიმდინარე წლის ხმობა არ აღემატება დაშვებულ ზღვრულ დონეს. ჯანმრთელ კორომებს როგორც წესი გააჩნიათ კორომის ბონიტეტიდან გამომდინარე ნორმალური ზრდა და  ვარჯის თანაბარი ფორმირება. მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანება უმნიშვნელოა ან საერთოდ არ ფიქსირდება.

მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან კორომები, სადაც არსებული ხეების  ხმობა ორჯერ აღემატება დასაშვებ ზღვრულ დონეს. ასეთი კორომებისთვის დამახასიათებელია ხეების ჯგუფური ხმობა, ზრდაში ჩამორჩენა, წიწვების და ფოთლების ფერის შეცვლა. ვარჯის არათანაბარი ფორმირება. წარმოქმნილი ფანჯრები. სიცოცხლისუნარიანობის დარღვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მავნებლებით, დაავადებებით, სტიქიური და სხვა არასასურველი ფაქტორებით.

მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან დაზიანებული კორომები, რომელთა შემადგენლობაში არსებული ხეების უმეტესი ნაწილი გახმა ან ხმობადია.

ცალკე გათვალისწინებულ უნდა იქნეს: მიმდინარე და წინა წლის ქარქცეული, თოვლქცეული ან/და ქარტეხილი ხეების რაოდენობას.

კორომის მდგომარეობის შეფასებისთვის დადგენილია ხეების მდგომარეობის 6 კატეგორია (ცხრილი №1; დანართი №1)

ცხრილი №1

ხის მდგომარეობის კატეგორიები

კატეგორია

წიწვოვანი

ფოთლოვანი

I-ჯანმრთელი დასუსტების ნიშნების გარეშე

ვარჯი ხშირია (სავსეა), წიწვი (ფოთოლი) მწვანე, მბრწყინავი. მიმდინარე წლის ზრდა ნორმალურია და შეესაბამება მოცემულ სახეობას, ხნოვანებას, სეზონს, მცენარის ზრდა-განვითარებასა და გარემო პირობებს. ღეროს და გვერდით გამერქნიანებულ ფესვებს არ გააჩნია დაზიანების გარეგნული ნიშნები.

II-დასუსტებული

ვარჯი აჟურულია, წიწვი მწვანე, ღია-მწვანეა ან შეტრუსულია არაუმეტეს 1/3-ზე. ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი.

ვარჯი აჟურულია, ფოთლები ადრე ცვივა, ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი, აღინიშნება გამერქნებული ფესვების ნაწილობრივი დაზიანება.

III-ძლიერ დასუსტებული

ვარჯი ძლიერ აჟურულია, წიწვი ბაცი მწვანეა ან მქრქალი, ან/და შეტრუსულია 1/3-ზე მეტი. ზრდა ძლიერ სუსტია, ვარჯის 2/3-მდე ხმობა. ღეროს მავნებლების ერთეული დასახლება. სოკოების ნაყოფსხეულები და ხის დაზიანებული სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე.

ვარჯი ძლიერ აჟურულია, ფოთლები ძლიერ წვრილია,  ადრე ყვითლდება და ცვივა. ზრდა ძლიერ სუსტია ან საერთოდ არაა. ხმება ვარჯის 2/3-მდე. ღეროზე და ტოტებზე წვენის დენა. ღეროს მავნებლების ერთეული დასახლება. სოკოების ნაყოფსხეულები და ხის დამზიანებელი სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე.

IV-ხმობადი

ვარჯი ძლიერ აჟურულია, წიწვი მოყვითალო ან მოყვითალო-მწვანე. ცვივა. ზრდა ძალიან სუსტი ან საერთოდ არაა. ხმება ტოტების 2/3-ზე მეტი. აღინიშნება ღეროს მავნებლების დასახლება.

გამხმარია ან ხმება ვარჯის 2/3-ზე მეტი. ღეროს და გვერდითი გამერქნიანებული ფესვების გარშემო 2/3-ზე მეტი დაზიანებულია, აღინიშნება ღეროს მავნებლების დასახლება.

V-ახალი ზეხმელი (მიმდინარე წლის)

წიწვი ნაცრისფერია. ყვითელი ან მოწითალო-ყავისფერია, ნაწილობრივ ჩამოცვენილია, ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ.

ფოთლები გამხმარია, დამჭკნარი ან ჩამოცვენილი. ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ.

VI-ძველი ზეხმელი (წინა წლების)

არ აქვს ცოცხალი წიწვი (ფოთოლი). ქერქი და წვრილი ტოტები ჩამოცვენილია ნაწილობრივ ან მთლიანად. ფიქსირდება ღეროს მავნებლების გამოსაფრენი ხვრელები. ქერქის ქვეშ სოკოების მიცელიუმები.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა,  ხის სახეობის, დიამეტრისა და კორომის მდგომარეობის კატეგორიის გარდა ყოველი ხისათვის დგინდება მისი დაზიანება მავნებელ-დაავადებებით და ისაზღვრება დაზიანების ხარისხი.

სანიტარული მდგომარეობის შეფასებისას კორომებში დგინდება ხეების დაზიანების და ხმობის მიზეზები, ისაზღვრება გავრცელებული მავნებელ-დაავადებების სახეობრივი შემადგენლობა. მავნებელ-დაავადებების მიერ კორომში ხეების დაზიანება გამოიხატება პროცენტებში ხეების საერთო რაოდენობიდან. მავნებელ-დაავადებების  მიერ დაზიანებულ კორომებში არჩევენ:

სუსტი დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 10 %-მდე;

საშუალო დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 10-30% -მდე;

ძლიერი  დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 30% და მეტი.

ტყის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობები:

ზოგადი ზედამხედველობა ხორციელდება ადგილობრივი სატყეო სამსახურის მიერ  გეგმიურად ან შემთხვევით, ტყეში სხვადასხვა სამუშაოების განხორციელების დროს.

მეტყევე/სპეციალისტი ვალდებულია დააფიქსიროს მავნებელ-დაავადებების გამოჩენა, ტყის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და  მავნებელ-დაავადებების მასობრივი გავრცელების, ტყის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში აცნობოს უბნის უფროსს.  უბნის უფროსმა, რომელმაც მიიღო შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს  დაზიანებული კორომი, ან მის მიერ დაზიანების  აღმოჩენის შემთხვევაში პირადად შეავსოს სასიგნალო ფორმა (დანართი 3, ფორმა №1), რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

– რეგიონი, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი (GPS კორდინატები);

– დაზიანებული კორომის მოკლე ტაქსაციური დახასიათება;

– დაზიანებული მერქნიანი სახეობა;

– თვალზომურად განსაზღვრულ დაზიანებული  სავარაუდო ფართობი;

სასგიგნალო ფორმის მეშვიდე პუნქტში უნდა აღინიშნოს, თუ რა დაფიქსირდა: ბუნებრივთან შედარებით  დასუსტებული, წვერხმელი, ხმობადი, ზეხმელი ხეების რიცხოვნობის ზრდა; წიწვისა და ფოთლის შესამჩნევი დაზიანება ან მათი ფერის შეცვლა; წიწვის და ფოთლის ადრეული ცვენა ან ჭკნობა; მავნე ორგანიზმების მომატებული რიცხოვნობის გამოვლენა ან ხეების დაავადებით შესამჩნევი დაზიანება; ქარტეხილი, ქარქცეული და თოვლქცეული ხეების რიცხოვნობის ზრდა (ბუნებრივთან შედარებით) და  განისაზღვროს დაზიანების წარმოქმნის მიზეზები.

სასიგნალო ფორმა ივსება 3 ეგზემპლარად, მათ შორის, 1 (ერთი) ეგზემპლარი რჩება ადგილზე, 2 (ორი) იგზავნება სატყეო სამსახურში.

სატყეო უბნის უფროსი და რეგიონული სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე მოვალენი არიან, 3 (სამი) დღის განმავლობაში შეამოწმონ შემოსული სიგნალი, უფრო ზუსტად დაადგინონ დაზიანების ხასიათი და ხარისხი, მისი წარმოქმნის მიზეზები (შეძლებისდაგვარად დადგინდეს მავნე ორგანიზმის სახეობა), განისაზღვროს დაზიანების ფართობი და გაკეთდეს ბრძოლის ღონისძიებების მონახაზი. შედეგები ჩაიწერება შესაბამის ფორმაში (დანართი N3, ფორმა №2).

ფორმა №2-ის მეხუთე გრაფაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კორომის მდგომარეობის შეფასების შესახებ, მონაცემები სანიტარული მდგომარეობის შესახებ (ხმობის ხასიათი და მოცულობა, ზეხმელის და ძირნაყარის ხეების რაოდენობა 1 ჰა. ფართობზე, აგრეთვე დაზიანების %), მავნებელ-დაავადებების  კერის არსებობა, სახეობრივი შემადგენლობა და მათი გავრცელება.

ფორმა №2-ის მეექვსე გრაფაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: არასასურველი სანიტარული მდგომარეობის საკვლევი ფართობებისთვის იგეგმება სავარაუდო სანიტარულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები (ჩახერგილობის ლიკვიდაცია, სანიტარული ჭრები, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები).

შემოწმების შედეგად შევსებულ ფორმა №2-ს  და სასიგნალო ფორმის (ფორმა №1) თითო ეგზემპლარს ადგილობრივი სატყეო სამსახური 3 დღის განმავლობაში აგზავნის სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში, დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებას უწევს ტყის დაცვის სპეციალისტის გამოძახებას, ვისი მონაწილეობითაც ხორციელდება დაზიანების კერის  გამოკვლევა და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, საჭირო ღონისძიებების შესახებ.

სასიგნალო ფორმა (ფორმა №1) და ფორმა №2-ის  თითო ეგზემპლარი  ინახება სატყეო უბანში,  რეგიონულ სატყეო სამსახურში და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ტყეების დაზიანებაზე ზოგადი ზედამხედველობა და შეტყობინება, შემოწმების მასალებთან ერთად, გამოიყენება მიმდინარე ტყის პათოლოგიური კვლევის დაგეგმვისას, მონიტორინგის წარმოებისას, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვის შედგენისა და სტატისტიკური ანგარიშგებისას.

ფორმა  №1

მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და აღრიცხვის

სასიგნალო ფორმა

1. რეგიონი ---------------------------------  2. სატყეო უბანი ----------------------------------------------------

3. სატყეო --------------------------- 4. კვარტალი--------------- 5. ლიტერი------------------------------------

6. მოკლე ტაქსაციური დახასიათება ( შემადგენლობა, ხნოვანება, ბონიტეტი, სიხშირე) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. რა არის დაფიქსირებული -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქარტეხილი, ქარქცეული, ნახანძრალი, ახლად დაზიანებული, წიწვის და ფოთლის ფერის შეცვლა, დიდი რაოდენობითაა მავნებლის სხვადასხვა ფაზების არსებობა ხეებზე, დაავადების არსებობა, სხვა და ა.შ)

8. დაზიანებულია მერქნიანი სახეობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. დაზიანების სავარაუდო ფართობი  (ჰა)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. დააფიქსირა დაზიანება  (თანამდებობა, სახელი, გვარი)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11. საკონტაქტო ინფორმაცია -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12. ადგილის GPS კოორდინატები ____________________________________________________________

13. დაზიანებული კორომის ფოტოსურათი

ხელმოწერა  ---------------------

თარიღი  ------------------------

ფორმა №2

კვარტალი

უბანი

ფართობი

ჰა

მოკლე ტაქსაციური დახასიათება

ტყის პათოლოგიური დახასიათება

გასატარებელი ღონისძიება

1

2

3

4

5

6

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ) – ეს არის ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე (ტყის მდგრადობის, მავნე ორგანიზმებით დაზიანების, ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებებისა და ამ პროცესების დინამიკაზე) ოპერატიული და მუდმივი დაკვირვება. აღნიშნული პროცესების დროული პროგნოზირება იძლევა ტყის დაზიანებული ფართობების დროულად გამოვლენის საშუალებას, ტყის მავნე ორგანიზმების გავრცელების შეფასება/პროგნოზირებასა და ტყის დაცვითი ღონისძიებების დროულად დაგეგმვის საშუალებას.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის  (ტპმ) ძირითადი მიზნები:

ტყის შემქმნელ სახეობებზე, დინამიკასა და მდგრადობაზე მუდმივი დაკვირვება, ტყის მავნებელ-დაავადებების რიცხოვნობის ცვლილებასა და მათ მდგომარეობაზე მუდმივი კვლევა;

განსაზღვრულ ვადებში ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელება (ტპმ) რაიონების, რეგიონების და ქვეყნის დონეზე.

ტყის პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროგნოზირება.

ტყის მავნე ორგანიზმებისგან ტყის დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, ტყის მდგრადობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება. დანაკარგების თავიდან აცილება, როგორც ეკოლოგიური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზების შერჩევა ხდება ბუნებრივი, ეკონომიკური და სანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონის მასშტაბით.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ) ტარდება 2 დონეზე: ლოკალურად და რეგიონალურად.

ლოკალური მონიტორინგი  ხორციელდება თითოეულ სატყეო უბანში, სადაც სატყეო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხდება ტყის პათოლოგიური მონიტორინგის პირველადი მონაცემების შეგროვება, განისაზღვრება საფრთხეები და ფასდება როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური დანაკლისები.

რეგიონალური მონიტორინგი

რეგიონული მონიტორინგი ხორციელდება თითოეული სატყეო უბნისა და მთლიანად რეგიონის დონეზე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის ანალიზით;

ტყის პათოლოგიური მონიტორინგისას ცენტრალური და რეგიონული წარმომადგენლების ფუნქცია-მოვალეობები:

ცენტრალური აპარატი

ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებია:

ტპმ-ის ძირითადი საორგანიზაციო და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა საქართველოში.  რეგიონებში (რაიონებში) ტპმ-ის დანერგვაში უშუალო მონაწილეობის მიღება (საველე გასვლები);

რეგიონებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და ტყის პათოლოგიური მდგომარეობის ეროვნული ბაზის შექმნა;

რეგიონების მიერ განსაზღვრული ღონისძიებების შეფასება, განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობა და კონტროლი.

ტყის დაცვითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება (რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებით დიდ ფინანსურ დანახარჯს).

რეგიონალური წარმომადგენლობის ძირითადი ფუნქციებია:

ტპმ-ის ორგანიზება სატყეო უბნებში;

ტპმ-ის პრაქტიკული განხორციელება სატყეო უბნების თანამშრომლებთან ერთად;

ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეგიონალური ბაზის შექმნა;

ტყის დაცვითი ღონისძიებების დასაბუთება, დაგეგმვა, განხორციელება ან/და განხორციელების ორგანიზება, ასევე, ტპმ-სთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის წარმოება, მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაცია.

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ობიექტები

ტპმ-ის ობიექტებს წარმოადგენენ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური წარმოშობის კორომები; მიწის ნაკვეთები, სადაც ბუნებრივად/ხელოვნურად ხდება ბუნებრივი განახლება (განახლების ხელშეწყობა), ტყის დროებითი სანერგეები;

ტპმ-ის პრიორიტეტულ ობიექტებს წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტყეები. სტიქიებისაგან დაზიანებული,  ჭრაგავლილი, სარეკრეაციო, ნახანძრალი, მავნებელ-დაავადებებისგან დაზიანებული და სხვა ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ზეგავლენის ქვეშ მყოფი ტყეები;

ტყის დასუსტების ბიოტური ფაქტორებიდან (დაზიანება და შესაძლო დაღუპვა), მონიტორინგს ექვემდებარება ქერქისა და ფოთლის მღრღნელები, მოზარდ-აღმონაცენის მავნებლები, განსაკუთრებით კი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, ტყის დაზიანება ჩლიქოსნებითა და სხვა ცხოველებით;

მონიტორინგს ექვემდებარება ისეთი კორომები, რომლებიც  დასუსტებული ან დაზიანებულია ხანძრის, ქარის, დიდთოვლობის, გვალვის, წყალდიდობის ან სხვა ბიოტური ფაქტორების გავლენით;

ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები

ტპმ ხორციელდება შერჩევითად, როგორც სახმელეთო ისე დისტანციური მეთოდების გამოყენებით. მათი გამოყენება განისაზღვრება მონიტორინგის ტიპით, ფინანსური  და სხვა შესაძლებლობებით.

ტპმ-ის მართვისას გამოიყენება თანამედროვე მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტყის სანიტარული მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის სიზუსტეს და სანდოობას. ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებას  მინიმალური გამართლებული დანახარჯების გამოყენებით;

დისტანციური კვლევების დროს გამოიყენება სატელიტური, აეროფოტო, აეროვიდეო და სხვა აეროვიზუალური გადაღების საშუალებების გამოყენება; დისტანციური კვლევები აუცილებელი და განსაკუთრებულად ეფექტურია დიდი ფართობის სანიტარული მდგომარეობის დასადგენად. დისტანციური კვლევების დროს მიღებული პირველადი მონაცემები იძლევა ინფორმაციას, საჭიროებს თუ არა კონკრეტული ფართობი (კვარტალი, ლიტერი) უფრო სიღრმისეულ შესწავლას, რაც შემდგომ ხორციელდება სახმელეთო მეთოდების  გამოყენებით.

ტპმ-ის ძირითადი მამოძრავებელია სახმელეთო კვლევები, რომლის დროსაც იქმნება მუდმივი დაკვირვების წერტილების ქსელი (მდწ), რომლებიც იძლევა  ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას.

ტყის მავნე ორგანიზმების გამოვლენის დამატებით მეთოდად გამოიყენება სახეობა სპეციფიკური ფერომონიანი მწერმჭერები.

მუდმივი დაკვირვების წერტილები აუცილებელია, ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე ხანგრძლივი დაკვირვებებისათვის, მავნე ორგანიზმების დეტალური აღრიცხვისათვის და ასევე აბიოტური ფაქტორებით ტყის დაზიანების ხარისხის  განსაზღვრისათვის.

მუდმივი დაკვირვების წერტილების შერჩევა ხდება 10 წლის ვადით, შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში ხდება წერტილების ჩანაცვლება. კორომის დაღუპვის შემთხვევაში წერტილების ჩანაცვლება ხდება ნაადრევად.

ტპმ-ის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ტყეზე ეკონომოკური საქმიანობის გავლენის შეფასება (მათ შორის მოვლითი ღონისძიებების გავლენა), შესაბამისად მუდმივი დაკვირვების წერტილები სტანდარტულად  იმართება (ტარდება ჭრები და აშ.), ისევე როგორც დანარჩენი ტყეები.

1.4. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება

1.4.1. ტპმ-ის ორგანიზება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

მოსამზადებელი სამუშაოები

საველე სამუშაოები - მუდმივი სანიმუშო ფართობების შერჩევა

სანიმუშო ფართობებზე მონაცემთა შეგროვება და დაკვირვება

შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ღონისძიებების დაგეგმვა

მასშტაბებისა და სირთულეების გათვალისწინებით ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება რეგიონალურ დონეზე უნდა განხორციელდეს 2-3 წლის განმავლობაში.

1.5. მოსამზადებელი სამუშაოები

მოსამზადებელი სამუშაოები მიმართულია ისეთი ინფორმაციის მოპოვებისაკენ, რომელიც იქნება ტპმ-ის საფუძველი, როგორც რეგიონალურ, ისე ლოკალურ დონეზე ტყის მავნე ორგანიზმების შერჩევისათვის. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მოსამზადებელი სამუშაოები მდგომარეობს შემდეგში:

ლიტერატურის/ინფრომაციის[1] დამუშავება, რათა მოხდეს თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი მავნებელ/დაავადებების განსაზღვრა, ამის საფუძველზე კი მოხდეს ტპმ-ის უმთავრესი ობიექტების განსაზღვრა;

ტყის დამახასიათებელი შემდეგი მონაცემების შეგროვება:

ტყით დაფარული ფართობი ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობების მიხედვით: წიფელი, ნაძვი, სოჭი, მუხა, რცხილა და სხვა;

კორომის წარმოშობა (ბუნებრივი/ხელოვნური);

ტყის დროებითი სანერგეების არსებობა;

ტყის ფონდში არსებული მიწების აღწერა და მოკლე დახასიათება.

ძირითადი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ანალიზი, ტყითსარგებლობის სახეების გამოვლენა და მათი ზეგავლენის დადგენა ტყეზე.

აუცილებელი კარტოგრაფიული მასალების დამუშავება, რომლებიც უნდა მოიცავდეს რეგიონის სქემებსა და რუკებს, რომელიც გვიჩვენებს სატყეო უბნების საზღვრებს. ასევე ტყის გავრცელების საზღვრებს და სხვა.

მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ხდება ტპმ-ის  წინასწარი სისტემის შედგენა რეგიონისათვის, კერძოდ:

როგორი შემადგენლობის კორომებში, რა ლოკაციაზე არის მიზანშეწონილი მუდმივი დაკვირვების სანიმუშო ფართობების გამოყოფა;

რომელი პათოლოგიური ფაქტორები მათ შორის: მწერები, სოკოები, ვირუსები, ბაქტერიული დაავადებები, ანთროპოგენული, სტიქიური ან სხვა საჭიროებენ აუცილებელ კონტროლს, აღრიცხვასა და პროგნოზირებას. მათ შესაბამისად კი რომელ სატყეო უბნებში, სატყეოებში, კვარტლებში არის მათზე მუდმივი დაკვირვების წერტილების (სანიმუშო ფართობების) ორგანიზება საჭირო.

რეგიონის თავისებურებებზე მორგებული რომელი ძირითადი კონტროლის მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ პათოლოგიური ფაქტორის გავრცელების რისკების შესაფასებლად.

საველე სამუშაოები – სანიმუშო ფართობების აღება ძირითადად ხდება (ზემოთ) დეტალურ კვლევაში წარმოდგენილი მეთოდების შესაბამისად.

სანიმუშო ფართობებზე მონიტორინგის წარმოება - ხორციელდება ტპმ-ს ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენებით.

[1] უწყებრივი მონაცემებიდან გამოიყენება ტყეთმოწყობისა და ტყის პათოლოგიური გამოკვლევების სხვადასხვა წლის ანგარიშები, მათ შორის სპეციალიზირებული ექსპედიციების, სტატისტიკური და სხვა მონაცემები უკანასკნელი 10-20 წლის. ტყის დაცვითი ღონისძიებების პროექტები, მათ შორის საავიაციო და სახმელეთო, ასევე პროფილაქტიკური (გამოხშირვა და სხვა), ტყის ფონდისთვის (თითოეული რეგიონისათვის) დამახასიათებელი კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაცია სანიმუშო ფართობზე მონიტორინგის წარმოება – ხორციელდება  ტპმ-ს ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენები