1. სანიტარიული ჭრა არ განეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, იგი მოვლითი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი, მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ან/და დასახლებული ხეების მოჭრასა და ძირნაყარი ხეტყის გამოტანას.

2. სანიტარიული ჭრების ჩატარებისას თუ მოსალოდნელია კორომის სიხშირის 0,3-ზე დაბლა დაყვანა, ჭრა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას, სათანადო დასაბუთების საფუძველზე და კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში.

3. ტყის გავრცელების ზედა საზღვრის 300 მეტრიან სუბალპურ ზოლში უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანიტარიული ჭრა.

4. სანიტარიული ჭრის ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს ჰაბიტატი ხეების ხარჯზე, რომელთაც აქვთ პათოლოგიური ნიშნები,  მაგრამ არ წარმოადგენს საშიშროებას ხის ღეროს მავნებლებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით. აღნიშნული პირველ რიგში ეხება ხეებს, რომელთაც გააჩნია მცირე ზომის ფუღურო (ჩიტების დასახლებისათვის) ან/და დეკორატიული თვალსაზრისით განტოტვილი ღერო ან ვარჯი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების (ფიტოპათოლოგიური გამოკვლევა) საფუძველზე ასეთი ხეები შეიძლება არ მოიჭრას სანიტარიული ჭრით.

5. სანიტარიული ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყე (ხმელი, ხმობადი, ფაუტი, ძირნაყარი და მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეები) სრულად უნდა გამოიზიდოს ტყიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რელიეფი არ იძლევა სრულად გამოზიდვის შესაძლებლობას),  ასევე ხეტყის ნარჩენი უნდა იქნეს გამოტანილი ტყიდან. აკრძალულია ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოჭრილი დაავადებული, ბიოლოგიურად ან მექანიკურად დაუმუშავებელი ხეების ტყიდან გატანა;

6. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტლის ფარგლებში.

7. დაცულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრა ხორციელდება დაცული ტერიტორიების მართვისათვის დადგენილი წესების დაცვი