1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყოფა ტყეკაფი.

2. ნორჩნარებში (განათება გაწმენდა) მოსაჭრელი ხეების მონიშვნა მთელ ფართობზე არ ხორციელდება. კორომის დახასიათებისათვის ტიპიურ ადგილებში უნდა გამოიყოს ერთი ან რამოდენიმე სანიმუშო ფართობი, რომლებზეც ჭრა და მიღებული  მონაცემები წარმოადგენს ნიმუშს მთელი ჭრას დასაქვემდებარებელი ფართობისათვის. სანიმუშო ფართობები უნდა შეადგენდეს ჭრაში დანიშნული ფართობის 3-5%. სანიმუშო ფართობებზე მოჭრილი მერქნის მარაგით განისაზღვრება ჭრას დაქვემდებარებულ მთელ ფართობზე მოსაჭრელი მარაგის  ჯამური მოცულობა წყობით კუბურ მეტრებში, მათი მკვრივ კუბურ მეტრებში გადაყვანით.

3. ახალგაზრდა და შუახნოვან (გამოხშირვის, გავლითი) კორომებში ჭრის განხორციელების დროს ჭრაში ინიშნება 8 სანტიმეტრი და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. მოსაჭრელი მერქნის მარაგი იანგარიშება მონიშნული ხეების ძირობრივი აღრიცხვის საფუძველზე შესაბამისი ცხრილების გამოყენებით. 8 სმ-ზე წვრილი მოსაჭრელი ხეების მარაგი აღირიცხება სპეცილაურად გამოყოფილ სანიმუშო ფართობებზე წყობით კუბურ მეტრებში, მათი მკვრივ კუბურ მეტრებში გადაყვანით.

4. მოვლითი ჭრების დროს სანიმუშო ფართობებზე ჭრების ტარდება ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი სპეციალური პირის უშუალო ზედამხედველობით.

5. მოვლითი ჭრის ჩატარებისას ტყეში ყველა ხე მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) რჩეული ხეები – მიეკუთვნება ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება ახალგაზრდა ხნოვანების კორომებში;

ბ) დამხმარე ხეები – მიეკუთვნება ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;

გ) მავნე ხეებს მიეკუთვნება:

გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები;

გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებენ სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები, რომელიც ხელს შეუწყობს მარადმწავენე ქვეტყის გავრცელებას.

გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.6 სიხშირეზე დაბლა დაყვანას.

6. მოვლით ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები, ხოლო რჩეული და დამხმარე ხეები ჭრაში არ ინიშნება.

7. მოვლით ჭრას არ ექვემდებარება ის  ხეები, რომლებიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს და მათი ტყეკაფში მონიშვნა დაუშვებელი