1. სანერგეების აღრიცხვა-შეფასება ხდება ყოველწლიურად და დგინდება:
ა) დანართი №2-ის შესაბამისად ნათესარის გახარების %.
ბ) სახეობების მიხედვით გახარებული ნერგების სავარაუდო რაოდენობა;
გ) სასარგებლო ფართობები (ყველა განყოფილებაში) სარგავი მასალის სახეობებისა და ხნოვანების მიხედვით.
2. როცა აღმონაცენი თანაბრადაა განაწილებული მთელ ფართობზე, თანაბარი ზომის სანიმუშო ფართობები თანაბარი დაცილებით აიღება დიაგონალზე ან მწკრივებში. ხოლო, როცა აღმონაცენი არათანაბრია, სანიმუშო ფართობები აიღება მთელ ფართობზე თანაბარი გადანაწილებით.
3. სანერგის სასკოლო განყოფილებაში ნერგების ათვლა წარმოებს შემდეგნაირად: 1 ჰა-მდე ფართობზე ნერგი აითვლება მთლიანად, ხოლო მეტ ფართობზე ნერგის რაოდენობა დგინდება შერჩევით-სანიმუშო ფართობებით, ისევე, როგორც ტყის კულტურებში. ანალოგიურად წარმოებს კალმების დასაფესვიანებელ ნაკვეთებზე სარგავი მასალის აღრიცხვა.
4. სანერგეების აღრიცხვის დამთავრების შემდეგ წარმოებს დაღუპული ნათესების, სკოლების და დაკალმებული ნაკვეთების ჩამოწერა.
დაღუპულ ნათესებად ითვლება, როცა ფართობზე შერჩენილია აღმონაცენის დაგეგმილი რაოდენობის 10 %-ზე ნაკლები.
5. დაღუპულად ითვლება სკოლა და კალმების დასაფესვიანებელი განყოფილება, როცა გახარებული ნერგების რაოდენობა 25 %-ზე ნაკლებია.
6. აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ანგარიშს სანერგეში ნათესარის გახარების %-ისა და ნათესარის სავარაუდო რაოდენობის, ასევე სასკოლე ან საკალმე განყოფილებაში ნერგის რაოდენობის შესახებ, ამზადებს მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი კომისია და წარადგენს მართვის ორგანოშ