1. აღრიცხვა-შეფასება იწარმოება სანიმუშო ფართობების აღებით და მათზე ნერგების ათვლით.
2. ტყის აღდგენილი/გაშენებული ფართობების აღრიცხვის დროს ფართობზე თანაბრად ნაწილდება ერთნაირი სიდიდის სანიმუშო ფართობი შემდეგი თანაფარდობით:
ა) 3 ჰა-მდე ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ –5 %;
ბ) 3.0 დან 5.0 ჰა-მდე ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 4 %;
გ) 5.0 – დან 10,0 ჰა-მდე ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 3 %;
დ) 10 ჰა-ზე და მეტ ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 2 %.
3. ხელოვნურად გაშენებული ფართობებისათვის აღრიცხვა-შეფასების კრიტერიუმებია:
ა) კარგი – ითვლება ტყის კულტურები, რომელთა გახარება შეადგენს 65 % და მეტს;
ბ) დამაკმაყოფილებელი - როცა ტყის კულტურების გახარება 45 %-დან - 64 %-მდე ფარგლებშია და მათი შევსებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად არსებობს პერსპექტივა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
გ) არადამაკმაყოფილებელი - როცა კულტურების გახარება 25 % - 44 %-მდე ნაკლებია და მათი შევსებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად არსებობს პერსპექტივა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
დ) დაღუპული - როცა კულტურების გახარება 25% ზე ნაკლებია.
4. ნახანძრალ ფართობებსა და დიდი დაქანების ფერდობებზე, რთული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ტყის აღდგენა-გაშენების შემთხვევაში, დასაშვებია სააღრიცხვო გრადაციის შერბილება 20% - მდე ფარგლებში.
5. ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის აღრიცხვა-შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის შედეგად მდგომარეობის შეფასება, რომელიც ხდება ღონისძიების განხორციელებიდან 5 წლის შემდეგ.
ბ) განახლების მდგომარეობის შეფასება 1 ჰა ფართობზე არსებული მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობისა და სიმაღლის ჯგუფების მიხედვით.
გ) თესლითი და ვეგეტაციური (ერთ ძირკვზე ნებისმიერი რაოდენობის ამონაყარი ითვლება ერთ ცალად, ხოლო ფესვის თითოეული ნაბარტყი ერთ ეგზემპლარად) წარმოშობის ნერგების აღრიცხვა. აღირიცხება მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი ნერგი:
გ.ა) განახლება კარგია როდესაც მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0,5 - 1,0 მეტრის - 4.0 ათას ძირს და მეტს; 1,0-3,0 მ. – 2.0 ათას ძირს და მეტს; 3,0 მ და მეტის – 1.0 ათას ცალს და მეტს.
გ.ბ) განახლება დაკმაყოფილებულია, როდესაც მოზარდის რაოდენობა შეადგენს: 0.5-1 მ სიმაღლის - 3000 ძირს და მეტს; 1,0-3,0 მ. სიმაღლის 1500 ძირს და მეტს; 3 მ-ზე მეტი სიმაღლის 1000 ძირს და მეტს.
გ.გ) არადამაკმაყოფილებული განახლების მქონე ფართობები ჩამოიწერება და მათგან შეირჩევა ნაკვეთები ხელოვნური აღდგენის ჩასატარებლა