1. ტყის იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით ტყის აღდგენას.

2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები ხორციელდება ბუნებრივი ან ანთროპოგენური პროცესების შედეგად ტყის დაზიანებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლისა. ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰა ან  მეტი ფართობის დაზიანების) შემთხვევაში, როდესაც ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების 3 კალენდარულ წელში განხორციელება შეუძლებელია, ტყის აღდგენა-გაშენების ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც დასრულდება ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია.

3. ტყის აღდგენა-გაშენებისას მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების მოთხოვნათა დაცვის და  სატყეო მეურნეობის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი, იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.

4. აკრძალულია ინვაზიური, გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით.

5. ინტროდუქციისათვის მერქნიან მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. შესაძლებელია ინტროდუცირებული სახეობებით პლანტაციების შექმნა.

6. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დასრულებულად მიიჩნევა, თუ აღსადგენ ტერიტორიაზე არის მოზარდ-აღმონაცენის ან/და ნერგების შესაბამისი რაოდენობა და არ არსებობს მათი ზრდა-განვითარების შემაფერხებელი გარემოება.

7. აღდგენილი ან/და გაშენებული ტყის მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება ტყის აღდგენის პროექტით.

8. თუ ტყის აღდგენა საჭიროებს აღსადგენი ტერიტორიის შეღობვას, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვს, ამ მიზნით გამოიყენოს სახელმწიფო ტყეში არსებული მერქნული რესურსი, მათ შორის მოთხრილ-მოტეხილი და ძირნაყარი მერქნული რესურსი, რომლის მოპოვებაც ხდება ტყითსარგებლობის წესების დაცვი