1. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება იმ სარეპროდუქციო მასალებით, რომლებიც სერტიფიცირებულია „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
2. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) თესლნერგი;
ბ) ნერგი (ღია ან დახურული ფესვთა სისტემით);
გ) კალამი;
3. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოიპოვოს და გამოიყენოს თესლი, მოზარდ აღმონაცენი, ფესვის ნაბარტყი და კალამ