1. დაპროექტებას ექვემდებარება:

ა) ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები;

ბ) სანერგეების მოწყობა;

გ) პლანტაციების გაშენება.

2. დაპროექტებას არ ექვემდებარება დაინტერესებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ერთჯერადი ღონისძიების ფარგლებში 500 კვ.მ - მდე ფართობის აღდგენა-გაშენება. ასეთ შემთხვევაში განხორციელებული ღონისძიების შედეგებზე პასუხისმგებელია განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

3.ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტის შედგენის საფუძველსა და მიზანს;

ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი), საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;

გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;

დ) შერჩეული სახეობის მავნებელ-დაავადებების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;

ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებისა და პარამეტრების შესახებ;

ვ) მოვლის ღონისძიებებს;

ზ) კარტოგრაფიულ მასალას;

თ) საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვა