1. საქართველოს ტყის  ტერიტორიაზე ხანძრის  ქრობას, ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო ტყის  შესაბამისი მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება შესაბამისი ტყის აღდგენის პროექტით (ხანძრის შემდეგ ტყის აღდგენამდე ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 3 წლისა, თუ სპეციალური შესწავლით არ გამოიკვეთა სხვა გარემოება).

3. ნახანძრალ ტერიტორიაზე მერქნიანი ხე-მცენარეების მოჭრა დაიშვება სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ან/და აღდგენის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.

5. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დამრღვევ პირებს დაეკისრებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე მუხლით ან სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც არ ათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან გამოასწორონ დარღვევა იმ ვადებში, რომლებიც დაწესებულია ტყის მართვის ორგანოების მიერ.

6. ტყის ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ტყეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

7. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვთ შეაჩეროს ყოველგვარი სამუშაოები ტყეში იმ ფართობებზე და ობიექტებზე, სადაც მოხდა დარღვევა.

თავი IV

ტყის დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგ