1. ტყის ხანძრის საშიშროება განისაზღვრება 5 დონით - დაბალი, მცირე, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. ტყის მართვის ორგანოების, ტყის მართვაზე უფლებამოსილი პირების ან/და ტყითმოსარგებლეების მიერ მინდვრის/ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენა ხორციელდება ამ ამ წესის მე-11 მუხლის  შესაბამისად.

2. ტყის მართვის ორგანოები, ტყის მართვაზე უფლებამოსილი პირები და ტყითმოსარგებლეები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურისგან მიღებული ტყის ხანძრისა და ხანძრის საშიშროების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციით, სახანძრო ვითარების განმაპირობებელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ სიგნალების შესაბამისად.

3. ტყეში ხანძრის საშიშროების დონის მიხედვით ხორციელდება:

ა) ხანძრის საშიშროების I დონე (დაბალი საფრთხე): ხანძრის შესაძლო გამომწვევი სამუშაოების ჩატარების ადგილებში მონიტორინგი, სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის მიზნით შესაბამისი თანამშრომლების ვარჯიშები, აღჭურვილობისა და სახანძრო ტექნიკის მომზადება;

ბ) ხანძრის საშიშროების  II დონე (მცირე საფრთხე): I და II დონის ხანძარსაშიშროების მქონე უბნებზე, ასევე საზოგადოების მასობრივი დასვენების ადგილებში მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების ვარჯიშები, აღჭურვილობისა და სახანძრო ტექნიკის მომზადება;

გ) ხანძრის საშიშროების III დონე (საშუალო საფრთხე): I, II და III დონის ხანძარსაშიშ უბნებზე, ხანძრის სავარაოდოდ გამომწვევი სამუშაოების ჩატარებისა და ადამიანების თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში გადაყვანა;

დ) ხანძრის საშიშროების IV დონე (მაღალი საფრთხე): საზოგადოების თავშეყრის, ხანძრის გამომწვევი სამუშაოების ჩატარებისა და საწყობების განლაგების ადგილებში, ასევე, ტყეში სხვადასხვა ობიექტებზე მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების მობილიზება მორიგეობის ადგილებში, სახანძრო ტექნიკისა და ხანძრის ქრობის საშუალებების სრული მზადყოფნის რეჟიმში მოყვანა, ხოლო უნალექობის ხანგრძლივი პროგნოზის (5 დღეზე მეტი) შემთხვევაში, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი ცალკეული სახანძრო ჯგუფების განთავსება რაც შეიძლება ახლოს ხანძრის სავარაუდო გაჩენის უბნებთან, შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება;

ე) ხანძრის საშიშროების V დონე (ძალიან მაღალი საფრთხე): ხანძრისგან ტყის დაცვის მიზნით შესაბამისი უწყებების სრულ მობილიზება, ტყეებში მთელი დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგი, შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებ