1. ტყის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს ტყის მართვის გეგმა ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალები, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. ტყის დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სპეციალურ გამოკვლევას, მათ შორის პათოლოგიურ გამოკვლევას ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები, ან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები, მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად.
4. ტყის დაცვის ღონისძიებებია:
ა) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის ზონირება;
ბ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა და მონიტორინგი;
გ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისგან ტყის დაცვა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდებით/საშუალებებით;
დ) ტყის ხანძრისგან დაცვა;
ე) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები;
ვ) უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გარდა