1. ,,ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს კანონით – „საქართველოს ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ტყის დაცვის, აღდგენის და მოვლის წესების განსაზღვრა.

2. წესის მიზანია საქართველოს ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის, ტყეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, ტყით სარგებლობის შესაძლებლობის გაზრდის, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, ტყეში აღდგენა-გაშენების, ტყის მოვლის და დაცვის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებ