1. ტყის დაცვის მიზანია ტყეზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორების თავიდან აცილება ან/და შერბილება, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ლიკვიდაცია და ტყეში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება.
2. ტყე დაცული უნდა იყოს:
ა) ტყითსარგებლობის დადგენილი წესების დარღვევებისაგან და უკანონო ჭრებისაგან;
ბ) ინვაზიური მერქნიანი სახეობების გავრცელებისაგან;
გ) ტყის ნიადაგის დეგრადაციისაგან;
დ) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისაგან;
ე) ხანძრების წარმოქმნა-გავრცელებისაგან;
ვ) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისაგან;
ზ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენული ზეგავლენისაგან;
3. ტყისთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა