1. თესლმსხმოიარობის, თესლების მოსალოდნელი რაოდენობის დადგენის, საუკეთესო მემკვიდრებითი თვისებებისა და მაღალი ხარისხის თესლის  დამზადების დროულად ორგანიზების  მიზნით პლიუსურ ხეებზე ან და კორომებში ტარდება ფენოლოგიური დაკვირვება. ფენოლოგიური დაკვირვება წარმოებს თვალზომურად, შესაბამის მერქნიან სახეობათა ნაყოფმსხმოიარობასა და მის ფაზებზე. სახეობათა ჩამონათვალს, რომელზეც ტარდება ფენოლოგიური დაკვირვება, განსაზღვრავს ტყის მართვის ორგანო.

2. ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული  სახეობების და პასპორტიზირებული თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება.

3. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ტყის მერქნიან სახეობათა დარაიონება ხდება სახეობათა გავრცელების ბუნებრივი პირობების (სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ტყის ტიპი, ბონიტეტი) მიხედვით. დარაიონება ხორციელდება ტყის სელექციური აღრიცხვისას ან/და საჭიროების შემთხვევაში მართვის ორგანოს მიერ.

4. თესლები ხარისხის მიხედვით იყოფა სამ კლასად:  I, II და III ხარისხი. თესლის ხარისხი დგინდება ლაბორატორიულად, სადაც თესლის ნიმუშების წარდგენა დაუშვებელია შესაბამისი პასპორტის (თესლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია) გარეშე.

5. ტყის აღდგენა-გაშენებისას უპირატესად გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა I კლასის თესლი. II და III კლასის თესლის შემთხვევაში იზრდება თესვის ნორმები, კერძოდ:

ა) წიწვიანებისთვის II კლასის 30%-ით, III კლასის – 100%-ით;

ბ) ფოთლოვანებისთვის (გარდა არყისა) – II კლასისა 20%-ით, III კლასისა – 60%-ით, არყისათვის - II კლასისა 50%-ით, III კლასისა – 100%-ი