1. პლანტაციური მეურნეობა ეწყობა (მიზნობრივი პლანტაციები) ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების, გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსსა და ტყის პროდუქტებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების და მერქნული ბიომასის წარმოების მიზნით. პლანტაციის გაშენება ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.
2. პლანტაციები შეიძლება გაშენდეს შემდეგი მიზნებისათვის:
ა) ენერგეტიკული პლანტაციები - სწრაფმზარდი სახეობების გაშენებით (აკაცია, თეთრი ვერხვი, ტირიფი და სხვა);
ბ) კაკალნაყოფიანი ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პლანტაციები;
გ) ტექნიკური პროდუქტის მომცემი სახეობების პლანტაციები;
დ) მიზნობრივი სორტიმენტის (ჭიგო, სარი, ბოძი და სხვა) მერქნული რესურსის და საახალწლო წიწვოვანი ხე-მცენარეების მისაღებად.
ტყის მოვ