1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭრაში დაუნიშნავი ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი და გამოხშირვითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ძირეულ ნაწილში 8-სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების 5%-ს.

2. მოვლითი ჭრის დროს კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0.6-ზე ქვევით.

3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას მორთრევა დასაშვებია მხოლოდ ტყეკაფის ფარგლებში. დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.

4. მოვლითი ჭრების განხორციელება 310-დან 360-მდე დაქანების ფერდობზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ხეტყის გამოზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს საბაგირო ტექნოლოგიებისა ან/და ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენები