ტყითსარგებლობის წესების დარღვევებისაგან და უკანონო ჭრებისაგან ტყის დაცვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გარდა) უფლება აქვს:

ა) მოთხოვოს ტყითმოსარგებლეს, მათ წარმომადგენელს, მათთან დადებული ხელშეკრულების მხარეს ტყითსარგებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ბ) ტყის კონტროლის მიზნით ჩაატაროს ტყის მდგომარეობის შეფასება - შესწავლა ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართებლივი გარემოებების გამოვლენის მიზნით; მათ შორის განახორციელოს გაზომვები, აღრიცხვა, ნიმუშების აღება და სხვა ღონისძიებები;

გ) ტყითმოსარგებლეს მოთხოვოს თავიდან აიცილოს ტყის განადგურების საფრთხე და შეწყვიტოს ისეთი ქმედება რომელიც აზიანებს ტყეს;

დ) ტყითმოსარგებლის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი შესაბამისი უწყებების წინაშე ტყთმოსარგებლისთვის საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, ან თავისი კომპენტეციის ფარგლებში, თვითონ განახორციელოს აღნიშნული ქმედებ