1. მოვლითი ჭრა (გარდა სანიტარიულისა და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მომწიფარ ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.
2. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მიღებული მერქნული რესურსის განკარგვა განხორციელდეს ტყითსარგებლობის წესის შესაბამისა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 25. მოვლითი ჭრა— გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული
ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 25. მოვლითი ჭრა— მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 29, №383, 27.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.022938 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5225769/muxli-29/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია