1. ტყეში პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზანს შეიძლება შეადგენდეს ტყის მერქნიანი სახეობების მიზნობრივი შერჩევით და დარგვა/მოთესვით:
ა) მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის მიღება, საახალწლო წიწვოვან ხეებად ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნისთვის ტყის ფართობის გადაცემით.
3. პლანტაციური მეურნეობის მოწყობით დაინტერესებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტი, რომელიც დგება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის“ შესაბამისად.
4. პლანტაციური მეურნეობის მოწყობისას დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურული მერქნული მცენარეების, ასევე მცენარეთა ინვაზიური სახეობების გაშენებ