1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში - სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს სანერგე მეურნეობების შექმნის მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.
2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთ