1. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:
ა) ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ;
ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
3. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.
4. შესაქმნელი სანერგე მეურნეობის წარმადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 სხვადასხვა სახეობის ნერგს წელიწადში.
5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, არ უნდა ედოს ყადაღა.
6. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის შექმნა, უნდა იყოს დამუშავებული და ვარგისი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად. ვარგისიანობის დადგენა განხორცილედება ცენტრის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და დადგენილი მეთოდოლოგიით.
7. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მეტრის დაშორებით ტბის, მდინარის, მდინარის არხის არსებობით ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით.
8. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობ