1. ბენეფიციარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო.

2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი.

3. დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით.

4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად.

5. საველე მონიტორინგი განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანერგე მეურნეობის მოწყობის, ლაბორატორიული მოწყობილობებისა  და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდგომ ან სანერგე მეურნეობის მოწყობის პროცესში.

6. საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო  ცენტრთან ერთად.

7. საველე და დოკუმენტური მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტ