1. ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) დირექტორის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა სსიპ -  შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ-არსებობის შესახებ;

ე) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურების სანერგის მოწყობის ადგილის  ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ვ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);

ზ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ;

თ) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისები/გაფორმებული ხელშეკრულებები;

ი) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტით გათვალისწინებული თანამონაწილეობის ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული  დოკუმენტაციის წარდგენა ბენეფიციარის მიერ განხორციელდება განაცხადის/პროექტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისა