1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად.
2. თანადაფინანსება განხორციელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დეტალური პროექტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეების, პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების, თანამედროვე ტიპის სარწყავი სისტემების შეძენის წყაროებს და განფასებას;
ბ) სანერგე მეურნეობის გაშენების დროში გაწერილ დეტალურ გეგმას;
გ) სანერგე მეურნეობის ოპერირებაში ჩართული საკვანძო პირების ჩამონათვალს, მათი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მითითებით;
დ) სანერგე მეურნეობის დაფინანსების ჯამურ ბიუჯეტს;
ე) სანერგე მეურნეობის შექმნის დაფინანსების წყაროს და მის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
ვ) სანერგე მეურნეობისათვის აუცილებელი საბრუნავი საშუალებების მოცულობას და უზრუნველყოფის გეგმას;
ზ) თითოეული ნერგის თვითღირებულების კალკულაციას;
თ) ნერგების გაყიდვების გეგმას;
ი) სანერგე მეურნეობის დაგეგმილ წარმადობას ნერგების სახეობების მიხედვით, 5-წლიანი საპროგნოზო პერიოდით.
3. სააგენტო ცენტრთან ერთობლივად შეიმუშავებს პროექტის შედგენის სახელმძღვანელოს/კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისათვის, რათა მოხდეს წარდგენილი პროექტების სტანდარტიზაცია.
4. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-ს. მიწის ღირებულება, მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის შემოღობვის ღირებულების გათვალისწინება პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ განხორციელდება. სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტი