1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე.

2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ  სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას.

3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება).

5. ხელშეკრულების  გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, გადარიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებლის, სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები:

ა)  ნერგების შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული  ჯამური თანხის არანაკლებ 30% (ოცდაათი პროცენტი);

ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული  ჯამური თანხის არანაკლებ 50% (ორმოცდაათი პროცენტი).

6. ბენეფიციარმა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას.

7. სააგენტოს მიერ პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, სააგენტო აცნობებს ბენეფიციარს წერილობით განაცხადის უარყოფის მიზეზებს, მის მიერ განაცხადის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე  წერილის გაგზავნის საშუალებით, რის შემდგომაც პოტენციურ ბენეფიციარს აქვს უფლება, გამოასწოროს ხარვეზი და ხელმეორედ მიმართოს სააგენტოს დაფინანსების მიღებაზე, ამისთვის მან ხელმეორედ უნდა წარადგინოს სააგენტოში განაცხადი და მე-11 მუხლში მითითებული დოკუმენტაცია.

8. სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვის და დაფინანსების გაცემის რიგითობა განისაზღვრება პოტენციური ბენეფიციარების მიერ მე-11 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის თარიღით. დოკუმენტაციაში ხარვეზის გასწორების შემთხვევაში, თარიღად ითვლება „უხარვეზო“ დოკუმენტაციის წარდგენის თარიღი.

9. დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტ