ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
გ) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
ე) ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ- არსებობის შესახებ;
ვ) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;
ზ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;
თ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ;
ი) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ი.ა) ნერგების რაოდენობა;
ი.ბ) თითოეული ნერგის ფასი;
ი.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;
ი.დ) ნერგის მახასიათებლები;
ი.ე) მიწოდების პირობები;
ი.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;
კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
ლ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ;
მ) თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ;
ნ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტებ