1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არა უმეტეს 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება.
2. თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.
3. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.
4. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან - წვეთოვანი სარწყავი სისტემ