1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში - ბაღების კომპონენტი) ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.
2. მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად, ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლიანი კულტურების სახეობები, რომლებიც შესაძლებელია, გაშენდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (დანართი №1 - მრავაწლიანი კულტურების სახეები საქართველოს რეგიონების მიხედვით).
3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთ