1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობების და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი;

ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი.

2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები.

3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობები