1. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:
ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;
ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
3. მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ჰა-ს, გარდა №3 დანართში აღნიშნული მუნიციპალიტეტებისა, სადაც მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელშიც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ჰა-ს.
4. ბენეფიციარს არ უნდა გაააჩნდეს დავალიანება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში - კოოპერატივში შემავალი წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე და გააჩნდეს ერთიანი პერიმეტრი, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკი