1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მერტის დაშორებით ტბის, მდინარის, მდინარის არხის არსებობით, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით.

3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა.

4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურების ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა (დანართი №4