1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით.
2. ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევა განხორციელდება ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების სსიპ - სოფლის მეურნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ სანერგე მეურნეობების შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის შეძენა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს კვალიფიციური კომპანიებისაგან.
4. კვალიფიციური კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების წინასწარ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჭრილში დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეიმუშავებს სააგენტო ცენტრთან ერთად.
5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება ვებგვერდებზე - www.apma.ge, www.moa.ge, www.jobs.ge, www.hr.ge-ზე განცხადების გამოქვეყნების საშუალებით და მედიაში განცხადებების გამოქვეყნებით.
6. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში სააგენტო ყოველი სეზონისათვის განსაზღვრავს განაცხადების მიღების/თანადაფინანსების გაცემის ბოლო ვადა